რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სამაშველო ოპერაცია ზუგდიდში, სადაც მაღალი ძაბვის ანძაზე ასული მამაკაცი უვნებლად ჩამოიყვანეს.
ენერგო პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე, მაღალი ძაბვის ანძაზე სავარაუდოდ ნასვამი პირი იმყოფებოდა, რის გამოც ენერგოსისტემამ ელექტროენერგიის გამორთვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება ქალაქის ტერიტორიის ნაწილს და ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლებს.
ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მან გოგოს ცოლობა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო და პასუხს შეყვარებულს ამ ფორმით გასცემდა.
ავტორი: თეა შონია











