ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის განსხვავება მცირედია და ერთი მეორეს არაფრით სჯობს.
„ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად გააქტიურდა, თუ თავიდან, პირველი 11 დღის განმავლობაში სულ 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა მარტო ჩვენს ცენტრში 150 ადამიანი იცრება დღეში. ფაქტია, რომ 14 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია არა მარტო „ფაიზერზე“, არამედ „ატრაზენეკაზეც“. პრაქტიკულად, გათანაბრდა მოთხოვნა ორივე ვაქცინაზე, რაც ძალიან კარგია იმიტომ, რომ ორივე ერთნაირად კარგი ვაქცინაა, ორივე ლიდერია, არაფრით სჯობს „ფაიზერი“ „ასტარზენეკას“, ეს ბოლო ძალიან დიდ კვლევით დადასტურდა, რომელიც ამერიკელებმა ჩაატარეს, სადაც სხვათაშორის, „ასტრაზენეკამ“ და არა „ფაიზერმა“100%-იანი დაცვა აჩვენა მძიმე და სასიკვდილოდ მძიმე ავადმყოფებისთვის, ხოლო სიმპტომური პაციენტებისთვის 79%-იანი დაცვა“,-განაცხადა ცერცვაძემ.