fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არასამთარობო ორგანიზაცია ხელისუფლებას იტალიაში დაკავებული ბორის წიკლაურის  რუსეთში ექსტრადირების შესაჩერებლად მიმართავს

16:42 იანვარი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ხელისუფლებას მიმართავს და შესაბამის უწყებებს, იტალიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ბორის წიკლაურის  რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შესაჩერებლად, რეაგირებას სთხოვს.
” იტალიის ეროვნულ დონეზე ამოწურული არ არის წიკლაურის ინტერესების დაცვის შიდა სამართლებრივი მექანიზმები. კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა იტალიის იუსტიციის მინისტრის მიერ  წიკლაურის ექსტრადირების თაობაზე გამოცემული ბრძანება გასაჩივრდეს იტალიის ადმინისტრაციულ ტრიბუნალში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სწორედ ამ პროცედურის შემდეგ არის შესაძლებელი წიკლაურის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა”- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს იტალიაში, უზრუნველყოს  წიკლაურის ოჯახის მხარდაჭერა ხელმისაწვდომი სამართლებრივი დახმარების მოძიების პროცესში.

წიკლაურის ახლო ნათესავი, ნათია მექუდიშვილი, ამბობს,  რომ ოჯახმა ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურა და არასამთავრობო ორგანიზაციას დახმარების თხოვნით  მიმართა.

„დღე დღეზე უპირებენ ექსტრადირებას. ჩვენ ფინანსურად არ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ვაწარმოოთ სამართლებრივი დავა და გავასაჩივროთ იტალიის იუსტიციის მინისტრის მიერ  გამოცემული ბრძანება. ადვოკატი ძალიან მაღალ საფასურს ითხოვს. თუ მხარდაჭერა იქნება, ეს ორგანიზაცია მზად არის წარმოადგინოს ჩვენი ინტერესები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში”- განაცხადა მექუდიშვილმა.

ბორის წიკლაური ამჟამად იტალიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, საიდანაც  რუსეთის ფედერაციაში მისი ექსტრადირება იგეგმება. გადაწყვეტილება მისი რუსეთისათვის გადაცემის შესახებ, ქალაქ ბოლონიის სასამართლომ 2020 წლის 11 სექტემბერს მიიღო. მოგვიანებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება იტალიის  სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

წილაურის ოჯახმა, ექსტრადირების შეჩერებისა და მისი  საქართველოში დაბრუნების  მოთხოვნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, რამდენჯერმე ჩაატარა.
საქმე,  საქართველოს მოქალაქის, ბორის წიკლაურის მიერ 1999 წელს, რუსეთის ფედერაციაში ჩადენილ გაუფრთხილებლობით მკვლელობას ეხება.

დანაშაულისათვის წიკლაურმა სასჯელის ნაწილი მოიხადა და შემდეგ რუსეთის ფედერაციის დუმის ამნისტიის აქტით პატიმრობიდან განთავისუფლდა. 2000წ ლიდან , რუსეთის ფედერაციამ  საქართველოს მოქალაქეზე სისხლის სამართლის საქმე განაახლა და მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. საქართველოში დაბრუნებული ბორის წიკლაური,  იტალიაში 2019 წელს გაემგზავრა, თუმცა ის  აეროპორტში დააპატიმრეს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

თეგები: ექსტრადირებაიტალიარუსეთი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

 იტალიაში არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა

დეკემბერი 7, 2021
822
მთავარი ამბავი

რუსეთში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დეკემბერი 6, 2021
813
მსოფლიო

იტალიის მთავრობამ არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა

ნოემბერი 25, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია