ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი გახარიას მიმართა და მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია „არა პოლიტიკურ ლოქდაუნს“ შეიტანა.
პეტიციას, რომლითაც არსებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: „ახალგაზრდა თაობა”, „მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოება, „ახალი ძალა საქართველოსთვის”, „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა”, „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის”.










