„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ მაიკ პომპეოსთა ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის საშუალება.
როგროც ვაშაძე აღნიშნავ,ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გავლენები და აშშ-ს როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და დაველოდოთ. იმედი მაქვს, ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ვისაუბრებთ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ. თუმცა, მე პირადად დავადასტურებ, რომ შეხვედრები მაქვს მათი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ მაიკ პომპეოს აქციით უნდა დახვდნენ
„არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, შეიძლება, რაღაც სიმბოლური ღონისძიება გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რაც აბსოლუტურად ჯდება ყველა ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










