“სასამართლო რეფორმის სხვა მიმართულებას ვემხრობი, ვიდრე ამ დოკუმენტშია მითითებული. ნაკლებად მჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რომელიც სასამართლოში რამდენჯერმე ჩავატარეთ”,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი და რწმენით, რომ სასამართლოს შეიძლება რაიმე ეშველოს ამ ქვეყანაში, ვთვლი, რომ სხვანაირად უნდა წავიდეთ ამ პროცესში ადამიანები უნდა შემოვიყვანოთ და ამისთვის გვჭირდება არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება.
მჯერა, რომ ამით შეგვიძლია, რეალური გარდატეხა მოვახდინოთ, დანარჩენი, ჩემი აზრით, არის კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ დოკუმენტის სულისკვეთებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება, ოდნავ უკეთესი შედეგი მივიღოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.









