„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
„მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა ოცნებას ოქმზე როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა)
არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას!
თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“,- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
10:00 საათის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48,58%%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26,07%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,77%% აქვს.
სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 668 უბნის მიხედვით.











