fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არჩევნებმაც აჩვენა, რომ ოპოზიციას ამომრჩეველთა 60% უჭერს მხარს – გიორგი ბარამიძე

19:21 იანვარი 25, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
871
ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი  გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამომრჩეველთა 60% უჭერს მხარს. მისი თქმით, ხალხს არასამთავრობო ორგანიზაცებთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ეშინია.

ბარამიძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„ადამიანებს ტელეფონით ურეკავენ და ეკითხებიან „ვის უჭერ მხარსო“, ეს ადამიანები იძულებული არიან ამ რეჟიმის მიერ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციების, დაშინების, სუს-ის, პროკურატურის და მათ შორის, ქურდული სამყაროს გამოყენებით უპასუხონ ის, რაც მას თავის სატკივარს აარიდებს. აქედან გამომდინარე, ტელეფონით როცა ვიღაც ურეკავს, უბრალოდ არ ეუბნებიან, თუ ვის უჭერენ მხარს ან საერთოდ, შეიძლება შეტრიალებულად ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რადგან მათ არანაირი შარი არ შეხვდეთ. ეს არის ნათელი და მკაფიო დადასტურება იმისა, რა უმსგავსობებიც და ძალადობის სერიებიც ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ჩაატარა. შეუძლებელია, როდესაც ადამიანები არჩევნებზე პირადად მოდიან და ფარულად აძლევენ ხმას, იქ პარტიას 30% ჰქონდეს ხმა და სატელეფონოში 5%. ეს ასახავს იმ შიშს, რომელიც ქვეყანაშია დასადგურებული. მიუხედავად გაყალბებებისა და იმ ცილისმწამებლური კამპანიისა, არჩევნებმაც აჩვენა, რომ ოპოზიციას 60% უჭერს მხარს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხმების მაქსიმუმ 40% მივაკუთვნოთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ბარამიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება”. 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება სხვა პარტიებს (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არცერთი პარტია არ დაასახელა.

თეგები: გიორგი ბარამიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, ედავებიან, თითქოს რაღაც გაფლანგა – გიორგი ბარამიძე

დეკემბერი 2, 2021
887
პოლიტიკა

მოხდა უპრეცედენტო რამ – „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ მოხსნას არჩევნებიდან – გიორგი ბარამიძე 

სექტემბერი 8, 2021
769
პოლიტიკა

ამ არალეგიტიმურ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი ესაქმება – გიორგი ბარამიძე

მაისი 30, 2021
798

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია