“რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. კონკრეტულ პოზიციებზე ვის დავუჭერთ მხარს, ან ჩვენს კანდიდატურებს წარვადგენთ, ეს მომავლის თემაა. შესაძლოა, ჩვენი კანდიდატურა არ გვყავდეს და სხვა კანდიდატს დავუჭიროთ მხარი”, – ამის შესახებ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხევდრაზე განაცხადა.
“კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი, თუმცა, ჯერ მას არ უთქვამს, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას, ვის უფრო მეტი შანსი აქვს, კალაძეს, თუ მელიას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერ არ გაგინდობთ, ჩემს ხმას ვის მივცემ.
კალაძე, მელია, იქნება მესამე კანდიდატიც, ეს ჩვენი პარტიიდან იქნება, თუ სხვა პარტიიდან, არ გაგიმხელთ. ჯერ არავისთან ვგეგმავ კოორდინაციას. ჯერ ჩვენი ორგანიზაციისთვის ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს იქნება აქტუალური 2, 2,5 თვის შემდეგ – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.











