„დღესაც იყო ხანგრძლივი შეხვედრა, ამ შეხვედრამ შეთანხმებასთან უფრო დაგვაახლოვა“, – ამის შესახებ ელჩებთან მოლაპარაკების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„არის რეალური ალბათობა, რომ შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას – ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელახალი არჩევნები არ განიხილება.











