დარწმუნებული ვარ, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხში ადამიანის უფლებათა კომიტეტია ჩართული.
“ბავშვის უფლებების კონსტიტუციური დაცვის მექანიზმები, ბავშვზე ვრცელდება ყველგან, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ის. საქართველოს მოქალაქე ყველა ბავშვი დაცულია ამ კონსტიტუციური მექანიზმებით.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას აქვს უფლება რომ ჩაატაროს მონიტორინგი ნებისმიერ დახურულ დაწესებულებაში, სადაც განთავსებული არიან საქართველო მოქალაქეები და ბავშვები მათ შორის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციით ამ საკითხის შეთანხმება მოხდება.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩაერთო ამ საკითხში და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს ყველანაირად, რომ ამ საერთო ჭეშმარიტებაზე, რასაც კანონი ითვალისწინებს შეთანხმება მოხდეს. მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს მაშინ, როცა საკითხი ეხება ბავშვებზე მზრუნველობას”, – განაცხადა თალაკვაძემ.











