პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ უახლოეს მოამვალში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
როგორც თალაკვაძე ამბობს, იგი ამ საკითხზე არ ფიქრობს.
„საქართველოს ჰყავს ძალიან ეფექტური პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ყველაზე რთულ პერიოდში აჩვენა, რომ მას შეუძლია მთავრობის ეფექტიანი მართვა, შეუძლია სერიოზული ამოცანების გადაჭრა. ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მომავალში მუშაობას ზუსტად იმ პოზიციებზე და იმ კონფიგურაციით, რომელიც არის დღეს. მერწმუნეთ, რომ სანამ ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრი, ჩემი მეგობარი და კარგი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არის პოზიციაზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარალელურად არ ფიქრობს სხვის პოზიციაზე. ჩემი ბევრი საქმე მაქვს, ძალიან კარგი გუნდი გვყავს პარლამენტში და მერწმუნეთ, რომ ძალიან მოტივირებული ვარ პარლამენტში სამომავლო ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა თალაკვაძემ.











