პარლამენტის თავმჯომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად დაბრუნდება, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ აქამდე მოლაპარაკებები არ შეგვიწყვიტავს. გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში, ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, – განანცხადა თალაკვაძემ.











