პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გოგი ქავთარაძის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს უსამძიმრებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. ეს უდავოდ დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოების და ქართული კულტურისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“ – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, გოგი ქავთარაძე გუშინ გარდაიცვალა.











