უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან ერთად „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
„მე და ჩემმა მეუღლემ, ქეთიმ დღეს გავიკეთეთ covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა. მისასალმებელია, რომ „სინოფარმის“ ვაქცინით ჩვენთან ერთად, ბევრი მოქალაქე აიცრა.
მადლობას ვუხდი ინფექციური პათოლოგიების ცენტრს და მის სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ექთნებს, ვინც თვეების განმავლობაში კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზეა. მათ გასაგებად აგვიხსნეს აცრებთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია და წესები. ვაქცინაციით შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია!“, – განაცხადა თალაკვაძემ.











