არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,-აცხადებს კობახიძე.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა.
„ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.











