საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაურ დარგალთან და პარლამენტის წევრ სავალან მირზოევთან ერთად, მარნეულში მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს. ჩვენ ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. გილოცავთ გაზაფხულის, იმედის და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.











