პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც მისი მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გავრცელდა ჭორია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი, მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კვლავ კახა კალაძე იხილონ მერად. ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ყველას გვსურს, რომ იგი იყოს მერობის კანდიდატი, გადაწყვეტილება არის მისი მისაღები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე იქნებოდა.











