არის რელური შანი, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით და ჩვენ განვაგრძოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა იმით, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციები დაახლოვდა.
“რეალურად დღეს წინგადადგმული ნაბიჯი არის ის, რომ ჩვენ პოზიციები დავაახლოვეთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ჩვენს გრძელვადიან სტაბილურ თანამშრომლობას და ნორმალურ პოლიტიკურ სისტემას შეიძლება დაედოს საფუძვლად”, – განაცხადა არჩილ თალაკავაძემ.











