fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არსებობს რეალური ნიშნები, რომ დამატებითი ვაქცინები ბაზარზე ძალიან სწრაფად შემოვიდეს – თამარ გაბუნია 

15:30 მარტი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
845
ნახვა

„ნოვოვაქსი“ უკვე გამოჩნდა „კოვაქსის“ პლატფორმაზე და ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმამ ორი დღის წინ მოგვმართა, დავადასტუროთ ინტერესი „ნოვოვაქსის“ ვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავადასტურებთ ამ ინტერესს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნია ამბობს, უკვე არსებობს რეალური ნიშნები, რომ დამატებითი ვაქცინები ბაზარზე ძალიან სწრაფად შემოვიდეს.

დღევანდელი მდგომარეობით „კოვაქს“ პლატფორმა გვთავაზობს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და „ნოვოვაქსი“ პროცესშია, ჯერ არ არის დასრულებული. ასევე პროცესშია რამდენიმე სხვა ვაქცინა, ესენია – ჩინური წარმოების „სინოფარმი“ და ძალიან მალე, მარტის ბოლომდე ელოდება ის ავტორიზაციის დასრულებას, ასევე „ეფდიეის“ ავტორიზაცია უკვე მიიღო „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“. მაღალია იმის ალბათობაც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მის ავტორიზაციას მალე განახორციელებს.

წინასწარი თანხები, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმაზე ქვეყნებმა გადარიცხეს, იყო გარკვეულწილად საგარანტიო, რომ ქვეყანა რეალურად იყო დაინტერესებული ვაქცინების 20 პროცენტის მიღებით. უკვე გადახდილი თანხიდან, თითოეულ დოზაზე დაგვემატება თანხის გარკვეული რაოდენობა, შესაძლოა, ეს იყოს 1-2 დოლარი, გააჩნია მწარმოებელსა და „კოვაქსს“ შორის მოლაპარაკებას. ამდენად, თანხა, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, გამოაკლდება კონკრეტულ ვაქცინებზე ჩვენ მიერ გადასახდელ თანხას, იქნება ეს „ფაიზერი“, თუ ნებისმიერი სხვა ვაქცინა, მექანიზმი ასეთია. ახლა დამატებით უნდა გადავიხადოთ დარჩენილი თანხა უკვე პირდაპირ მწარმოებელთან, რაც შექმნის ვაქცინის სრულ ღირებულებას.

ჩვენი გეგმა თავიდანვე ემყარებოდა იმ დაშვებას, რომ ვაქცინების წარმოების პროცესი გაფართოვდება. ვაქცინები, რომლებიც დღეს ელოდება ავტორიზაციას და მალე შემოვა ბაზარზე, მოგვცემს საშუალებას, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის მოცვის მიზანი შევასრულოთ. ეს დაშვება დღესაც ძალაში რჩება, რადგან უკვე არსებობს რეალური ნიშნები, რომ დამატებითი ვაქცინები ბაზარზე ძალიან სწრაფად შემოვიდეს, ამას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა მოცვა იყოს ისეთი, რაც თავდაპირველად გვქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა გაბუნიამ.

თეგები: თამარ გაბუნიაკორონავირუსის ვაქცინა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ თამარ გაბუნია პირველ კომენტარს აკეთებს

დეკემბერი 10, 2021
773
მთავარი ამბავი

არსებული ვაქცინები დიდი ალბათობით, კორონავირუსის ახალი ვერსიისგანაც იცავს – თამარ გაბუნია

დეკემბერი 5, 2021
804
საზოგადოება

თამარ გაბუნია: ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს და შტამი მარტივად მიგრირებს

დეკემბერი 1, 2021
882

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია