fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს „შავი სიები“ აქვს და კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერს – გიორგი კანდელაკი

19:17 ივლისი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
804
ნახვა

„გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ სახეზე გვაქვს ვაქცინაციის პროცესის სრული კრახი, რომ გვაქვს მაღალი სიკვდილიანობა ქვეყანაში და საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ვაქცინაციის სტატისტიკით. მხოლოდ ეს კრახი იქნებოდა საკმარისი, სხვა ყველა საკითხს რომ თავი დავანებოთ, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად”,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა, ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას.

“დღეს მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომპანია „მოდერნასთან“, ჯერ კიდევ ვაქცინების გამოშვებამდე წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც მთავრობამ არ ისარგებლა. ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაშიც საქართველო იქნებოდა დღეს ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე ვაქცინაციის თვალსაზრისით მსოფლიოში და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, იქნებოდა ცოცხალი.

ეს თავადვე დაადასტურა თამარ გაბუნიამ გასულ კვირას, როცა მან თქვა, რომ კომპანია „მოდერნას“ და „ჯონსონ&ჯონსონის“ მიერ შემოთავაზებული პირობები ჩვენთვის ხელსაყრელი არ იყოო. მაინტერესებს, განა რა პირობები იყო ისეთი, რომელთაც მათ შეგნებულად არჩიეს დღეში 20-30 ადამიანამდე სიკვდილი. დღეში საქართველოში იღუპება 20-დან 30 ადამიანამდე, თუკი საქართველოს მთავრობას ჰქონდა ვირუსთან ვითომ ქუჩების „შამპუნის“ მორეცხვისთვის ასეულ ათასობით ლარი, თუკი მთავრობას ჰქონდა კორუმპირებულ და სულელურ ე.წ. სამოგზაურო კარანტინში 65 მილიონი ლარის გადაყრის, გაფლანგვის ფული, რა იყო ამისთანა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ წინასწარი შეკვეთა განეთავსებინათ კომპანიებთან „მოდერნა“ და „ჯონსონ&ჯონსონი“.

მოვუწოდებ ტიკარაძეს, გაასაჯარავოს დოკუმენტები ამ ორ კომპანიასთან, მიმოწერის დოკუმენტები და თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდა წინასწარი შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა, რითაც საქართველოს მთავრობამ არ ისარგებლა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს.

ასევე მინდა გამოვეხმაური გუშინდელ კრახს „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, მთელ თბილისში მუსირებს და ყველა იცნობს ადამიანებს, რომლებმაც ჩაწყობით გაიკეთეს „ფაიზერის“ ვაქცინა. ამ კომუნისტური ნომენკლატურის მეტასტაზებმა, რომელთათვის მშობლიურია ეს „ჩაწყობა“, შესაძლებელი გახადეს, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს რაღაც „შავი სიები“, მარცხენა სიები და ასე სისტემის ავლით ვიღაცებს კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერის“ აცრას, უკეთებდნენ ადრეც, რომელთაც არც ასაკით ეკუთვნოდათ და არც სხვა კრიტერიუმით. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ როდესაც გაიხსნა გუშინ, 15:00 საათზე ვაქცინაციის საიტი, უამრავი ადგილი უკვე იყო დაჯავშნილი“ , – განაცხადა კანდელაკმა.

თეგები: გიორგი კანდელაკიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ივნისი 25, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ივნისი 1, 2021
876
საზოგადოება

21 მაისის მონაცემებით, ვაქცინაცია 105 500-მა მოქალაქემ ჩაიტარა

მაისი 21, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია