დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.
“სინოვაკი” უკვე მეშვიდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა მსოფლიოში, რომელსაც მიეცა ავტორიზაცია მისი უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის გათვალისწინებით.
საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს ჩამოვიდა. იმუნიზაციის პროცესი 24 მაისიდან დაიწყო.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე“, – აღნიშნულია NCDC-ის ინფორმაციაში.











