„სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს ყოველთვის ველოდებით, რომ შეთანხმება მოხდება. ეს შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, მოიცავდა ყველა იმ თემას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რამაც გამოიწვია დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ იყო შეხვედრა პოზიტიური. ჩემი აზრით, არსებული ვითარების განხილვა იყო ძალიან ხელსაყრელი ყველასთვის”,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოლაპრაკებები გრძელდება და ჩვენ რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დამთავრდება საბოლოო შეთანხმებით. ჩვენი წინადადება არის ცნობილი, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც ერთი ჩვენი წინადადება არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესები გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებიდან და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებიდან. ჩვენი წინადადება საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და ნებისმიერი კონკრეტიკა ამ მოლაპარკაბების შესახებ ვერ იქნება განხილული საჯაროდ, სანამ არ მოხდება შეთანხმება. ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ მოიცავს რიგგარეშე არჩევნების თემას, აქედან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა ეს კომპრომისი არ არის, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების მიმართ ღალატი, შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შეთანხმებას არ გავაფორმებთ ისეთს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების საზიანოდ.
უნდა დაველოდოთ მოლაპარაკებების მიმდინარეობას – არანაირი კონკრეტული განხილვა არ გვექნება საჯაროდ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია. ის ხელსიუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას მართავს და მთავარ პოლიტიკურ პროცესში მედიატორის როლს ასრულებს.









