“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
“„ქართული ოცნება“ თავადაც კარგად ათვითცნობიერებს იმას, შემდგომ რა მოყვება ამას და რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ასეთი გადაწვეტილების შემთხვევაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
როგორც თავად ამბობს, ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.











