საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული უსაფუძვლო კამპანია არ აშინებს.
„კობახიძე – ინაშვილ – კირიონ – ჯაღმაიძისებრთა სახეობის ორგანიზებული და დაუღალავი ბრძოლის სამიზნე რო ხდები ადამიანი, რაღაცნაირად წელში ვიმართები.
კალანდაძე მის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიაში ხელისუფლებასა და „სამთავრობო მედიას“ ადანაშაულებს.
ხელისუფლების წევრთა კრიტიკა კალანდაძის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უდაბნოს მონასტერი აზერბაჯანის საკუთრებაა.











