fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნინო კალანდაძე იმ სკანდალურ განცხადებას განმარტავს, რომელიც 8 წლის შემდეგ შეახსენეს

17:16 ოქტომბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე  მის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიაში ხელისუფლებასა და „სამთავრობო მედიას“ ადანაშაულებს.

ხელისუფლების წევრთა კრიტიკა კალანდაძის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ უდაბნოს მონასტერი აზერბაჯანის საკუთრებაა.

„ბუნებრივია, საქმის კურსში ვართ, გვაქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ვაპირებთ ელჩთან გასაუბრებასაც. კონკრეტულად დავით გარეჯის კომპლექსის, უდაბნოს მონასტერს რაც შეეხება, იგი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს ტერიტორიად არ ითვლება და აზერბაიჯანის კუთვნილებას წარმოადგენს“, – განაცხადა 2012 წელს კალანდაძემ. წყარო -“ლიბერალი” 

„პრაიმტაიმნიუსი“ დაინტერესდა, რატომ ფიქრობს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომ სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის, როგორც კალანდაძე აღნიშნავს, მისი განცხადებით ხელისუფლება და სამთავრობო მედია მანიპულირებს, რადგან მას არ უთქვამს, რომ უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის კუთვნილებაა.

„ის, რაც დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარშემო ხდება, არის წინასწარ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართულ ან საერთაშორისო სამართალთან, სიმართლის დადგენის მცდელობასთან ან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებთან. ამ სპექტაკლის მიზანი „ოცნების“ ბოლომდე კომპრომეტირებული რეჟიმისთვის წინასაარჩევნოდ პატრიოტული ელფერის მინიჭებაა, რაც სასაცილოა ყველასთვის, ვინც ამ პოლიტიკური ძალის მოღვაწეობას ადევნებს თვალს ბოლო 8 წელია – კრემლში დაჯილდოებული ვლადიმერ ბედუკაძით დაწყებული შარშანდელი 20 ივნისით დამთავრებული, როცა ივანიშვილმა და გახარიამ ოკუპანტისთვის ერთგულების დასამტკიცებლად ასობით ახალგაზრდა დაასახიჩრეს.

რაც შეეხება ჩემს 2012 წლის განცხადებას, რომლითაც ბოლო დღეებში ჩვეული არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მანიპულირებს ხელისუფლება და სამთავრობო მედია, ყველა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ მაშინვე გაიგო ნათქვამის არსი. კერძოდ, დავით გარეჯის ნაწილი, რომელიც სადავო ტერიტორიაზე იმყოფება, საბჭოთა დროიდან მოყოლებული ფაქტობრივად კონტროლდება აზერბაიჯანის მიერ. მაგრამ ვინაიდან დავით გარეჯი არის ერთიანი სამონასტრო კომპლექსი, უძველესი ქართული ისტორიული ძეგლების ერთობლიობა, რომელთა ერთმანეთისგან განცალკევება დაუშვებელია, ეს ტერიტორია მიიჩნევა სადავოდ. შესაბამისად, ზუსტი საზღვარი დღემდე დაუდგენელია. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელსაც 1994 წლიდან ოფიციალურად აწარმოებს საქართველო აზერბაიჯანთან, რა მიზნითაც 1996 წელს შეიქმნა ე.წ. „დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია“.

მე ამ კომისიის მუშაობაში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. მეტიც, ჩემს განცხადებას არაფერი აქვს საერთო 2007 წლის საქმესთან, რაზეც დღეს „გამოძიება“ მიმდინარეობს, მით უმეტეს, რომ 2007 წელს მე საერთოდ არ ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად, ჩემი განცხადებით მანიპულირება დღეს მიმდინარე, წინასწარ შეთითხნილი პოლიტიკური საქმის კონტექსტში სხვა არაფერია, თუ არა მოღალატე ხელისუფლების ტრადიციული, რუსული სტილის, უდანაშაულო ადამიანების მიმართ ცილისწამებაზე აგებული, ცინიკური ხელწერა“- აღნიშნა კალანდაძემ.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა, მათ გუშინ საქალაქო სასმართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თეგები: ნინო კალანდაძე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯის კომპლექსი – ნინო კალანდაძე გამოკითხვის დეტალებზე

ნოემბერი 26, 2020
794
მთავარი ამბავი

ნინო კალანდაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ნოემბერი 25, 2020
1.1k
საზოგადოება

ასეთი ადამიანების დაუღალავი ბრძოლის სამიზნე რომ ხდები ადამიანი, რაღაცნაირად წელში ვიმართები – კალანდაძე

ოქტომბერი 10, 2020
2.6k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია