„ჩვენ რატომაც ვაკრიტიკებდით ბიძინა ივანიშვილს იყო ის, რომ არ გველაპარაკებოდა. ახლა ოპოზიციაშიც თუ გაჩნდა საფრთხე, რომ ისიც ისევე არ ლაპარაკობს საჯაროს სივრცეში, როგორც ხელისუფლება, ჩემთვის ეს ერთნაირი საფრთხეა“ – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში მას შემდეგ, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ უარი თქვა მასთან პირისპირ შეხვედრაზე.
„გიორგი ამით წააგებს… ჩემთვის ერთნაირი საფრთხეა ბიძინა ივანიშვილწასული ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელსაც ოპოზიციიდანაც კი ისევ ასე უნდა გააგრძელოს და საჯაროდ არ ილაპარაკოს, მტყუან-მართალი არ გაარჩიოს. მე ასეთი ოპოზიციის წინააღმდეგი ვიქნები. მე მინდა, რომ საჯაროდ დამელაპარაკონ და დამალვა არაა სწორი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი ინიციატივით, ოპოზიციურ პარტიებთან უნდა გამართულიყო პირისპირ შეხვედრა, რომლის თემა იქნებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები.
„გირჩის“ ინიციატივით, თუ ამ არჩევნებს წააგებს „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც.










