აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთი მასშტაბის ფალსიფიცირება ვერ გამოავლინა, რაც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა. ინფორმაციას Thehill-ი ავრცელებს.
„ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ იმ მასშტაბის ფალსიფიცირება, რაც არჩევნების შედეგებს შეცვლიდა“, – განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.











