აშშ-ის სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და მთავრობის საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტის მიღებას, რომელიც ამერიკის ფედერალურ თანამშრომლებს სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოწყობილობებში Tik-Tok-ის აპლიკაციის გამოყენებას აუკრძალავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამერიკელი კანონმდებლები ჩინურ აპლიკაცია TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ. ისინი შიშობენ, რომ მათი პირადი ინფორმაცია, შესაძლოა, პეკინის ხელისუფლების ხელში აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაიძაბა.
Tik-tok-ის გამოყენება აკრძალა ინდოეთმაც.











