ინდოეთის მთავრობამ TikTok, WeChat და ათეულობით ჩინური აპლიკაცია აკრძალა. მათი განცხადებით, აპლიკაციები ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათი თქმით, დაბლოკილი აპლიკაციების საშუალებით, მომხმარებელთა პირად ინფორმაციასთან წვდომა, მათი ნებართვის გარეშე, არის შესაძლებელი.
„აზიანებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ინდოეთის თავდაცვას, უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
საერთო ჯამში ინდოეთში სულ 59 აპლიკაცია აიკრძალა. მათშორის Weibo, Clash of Kings, Alibaba’s UC Browser, Club Factory და Shein.
შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილებას წინ დელისა და პეკინს შორის ურთიერთობების დაძაბვა უძღვის. 16 ივნისს, ქაშმირის რეგიონში, ლადახშის პროვინციაში ჩინელ და ინდოელ ჯარიკაცებს შორის შეტაკების შედეგად 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ – ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო დავა – ხანგძლივი კონფლიქტის ისტორია











