აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის ბიოგრაფიები რაღაც პერიოდის განმავლობაში შეცვლილი სახით იყო გამოქვეყნებული. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ინაუგურაციამდე 9 დღით ადრე ამოიწურა. ამის შესახებ CNN- ი წერს.
კერძოდ, ბიოგრაფიაში შემდეგი რაღაც ეწერა: დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 11 იანვარს, 19:40:07 საათზე დასრულდა“.
მსგავსი რამ ეწერა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის ბიოგრაფიაშიც: „მაიკ პენსის უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 11 იანვარს, 19:45:15 საათზე ამოიწურა“.
მოგვიანებით მონაცემები წაშალეს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის და პენსის ბიოგრაფიები უწყების უკმაყოფილო თანამშრომელმა შეცვალა.











