აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროსთან ჩამოვარდა. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, F-15-ის ტიპის გამანადგურებელი ადგილობრივი დროით 09:40 საათზე ჩამოვარდა. ის სასწავლო-საწვრთნო ფრენას ახორციელებდა.
ბორტზე ერთი პილოტი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები, ასევე პილოტის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.











