აშშ-ში 17 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ამის შესახებ Edison Research-ისა და Catalist-ის გამოკითხვებიდან ირკვევა.
ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით უფრო „დემოკრატი“ ამომრჩევლები სარგებლობენ, თუმცა ეს საბოლოო შედეგის მაჩვენებელი არ არის, ვინაიდან „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერებს, როგორც წესი, არჩევნების დღეს ურჩევნიათ ხმის მიცემა.
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს ვადამდელ კენჭისყრაში გამარჯვება შეუძლია, თუმცა დონალდ ტრამპი მას არჩევნების დღეს გადაუსწრებს.
აშშ-ის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.











