აშშ-ის სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე იყო 57.
ტრამპი დამნაშავედ ცნო შვიდმა რესპუბლიკელმა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო, რომ ტრამპის წინააღმდეგ ხმა მიეცა 17 რესპუბლიკელს.
შეგახსენებთ, რომ ამჯერად ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, ამბოხისკენ წაქეზებაში ადანაშაულებდნენ.











