აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პირველი 3 მილიონი ვაქცინა მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად გადანაწილდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.











