აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (CDC) ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტი დადებით პასუხს არ აჩვენებს.
„ინფორმაცია, რომ აცრის შემდეგ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი შეიძლება აჩვენოს, არასწორია. არცერთი ავტორიზებული ვაქცინა კოვიდ ტესტზე დადებით შედეგს არ იძლევა, თუ ადამიანი ინფიცირებული არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი იმუნურ პასუხს გამოიმუშავებს, რაც ვაქცინაციის მიზანია, დადებითი მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტი იქნება. ანტისხეულებზე ჩატარებული ანალიზი განსაზღვრავს, ასევე, გაქვთ თუ არა გადატანილი ინფექცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.











