სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს ესაუბრა. ამის შესახებ სენატორმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. მქონდა შანსი, მელაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან.
საქართველო რჩება ქვეყანად, რომელსაც ახლოს ვაკვირდებით და გვინდა, ვიხილოთ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების რეფორმის კუთხით. ჩვენ, როგორც დემოკრატია ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა ახლა გვსურს, ვიხილოთ, რომ მხარეები დაუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და იპოვონ გამოსავალი ამ ჩიხიდან, რადგან ეს ყველას და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესშია“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.











