აშშ-ს პრეზიდენტმა ნენსი პელოსი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
„შეშლილი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ მე შეცდომა დავუშვი, როცა იანვარში ხალხს ინფიცირებული ჩინეთიდან აშშ-ში შემოსვლა ავუკრძალე. ათობით ათასი სიცოცხლე გადარჩა, როცა ის თებერვლის ბოლოს ჩინური კვარტლის ქუჩებში ცეკვავდა. ბაიდენი მას დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ მე მართალი ვიყავი“, – წერს ტრამპი.
Crazy Nancy Pelosi said I made a mistake when I banned people from infected China from entering the U.S. in January. Tens of thousands of lives were saved, as she danced in the Streets of Chinatown (SF) in late February. Biden agreed with her, but soon admitted that I was right!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 26, 2020











