აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, ამერიკა შეეცდება, რუსეთი სამართლებრივ სტანდარტში დააბრუნოს .
„ამდენად დაძაბული ვითარება მსოფლიოში არ ყოფილა ცივი ომის შემდგომ. აქედან გამომდინარე, რა საკვირველია, აშშ შეეცდება დააბრუნოს რუსეთი იმ კალაპოტში, რასაც სამართლებრივი და საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემა ჰქვია“, – მიიჩნევს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაში შედგა.











