აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაცია 9 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით 23 143 197 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 385 249.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 680 461-ს შეადგენს.











