აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა 60 მილიონზე მეტმა ამერიკელმა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 29,744,652 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 538,628 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20,449,634-ს შეადგენს.











