აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ქალაქ პორტლენდში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, თომას ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს. ამის შესახებ CBS-ი იუწყება.
ვანდალებმა ძეგლზე შემდეგი წარწერა დატოვეს – „მონათმფლობელი“.
ცნობისთვის, ორეგონის შტატში ეს უკვე რიგით მესამე ძეგლია, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დააზიანეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში საპროტესტო ტალღა და არეულობა მოჰყვა.
აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა ბევრი კოლონიური ხანის ადამიანის ძეგლი ჩამოაგდეს.











