რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე 4 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ nytimes-ი ავრცელებს.
დაკავებულთს შორის არის ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნიაც.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ 17 იანვარს სამშობლოში პირველად ბრუნდებოდა. თუმცა, ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.











