აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგის, ენტონი ფაუჩის თქმით, უცხოელმა სტუმრებმა ქვეყანაში ჩასვლა შესაძლოა, რამდენიმე თვე, ან ვაქცინის შექმნამდეც კი ვერ შეძლონ. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, აშშ-ში ჩასვლა აკრძალული აქვთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე ჩინეთიდან და ბრაზილიიდან ჩასულ მოგზაურებს.
ფაუჩის განცხადებით, ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოცდის უკანასკნელი ფაზა, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში დაიწყება.
„ჩვენ გვაქვს ოთხი ან ხუთი ვაქცინა, რომელთა გამოცდაც ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა, რა თქმა უნდა, დაზუსტებით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. რასაც ვაკვირდებით, მიღებული შედეგები ძალიან დამაიმედებელია“,- ამბობს ფაუჩი.
როგორ ფაუჩიმ აღნიშნა, კორონავირუსის ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის ან 2021 წლის საწყის თვეებში მზად იქნება.











