აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ცეცხლსასროლი იარაღით 8 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მოკლულთაგან 6 აზიელი ქალია. მკვლელობები ქალაქ ატლანტასა და მის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილას, მასაჟის სალონსა და სპა ცენტრებში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი, 21 წლის რობერტ აარონ ლონგი დააკავა.
ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.











