AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, გამოჯანმრთელებული და ვაქცინირებული პირების სისხლში მონოკლონური ანტისხეულები გამოიკვლიეს, კერძოდ, თუ რამდენად შეუძლიათ მათ დელტასა და კაპას ვარიანტების განეიტრალება.
გასულ კვირას, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების ანალიზმა ცხადყო, რომ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები დელტას ვარიანტის წინააღმდეგ 90%-ზე მეტ დაცვას უზრუნველყოფენ.
როგორც პარასკევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა თქვა, დელტას ვარიანტი ხდება დაავადების დომინანტური ვარიანტი მსოფლიოში.
Covid ვაქცინების ტიპები, დოზები, ფასები და ეფექტურობა – მიმოხილვა










