დღესდღეობის მსოფლიოში მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის 21.8%-ს (აქედან 0,9%-ი საშუალო და დაბალ ქვეყნებზე მოდის) კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.
Covid ვაქცინების ტიპები, დოზები, ფასები და ეფექტურობა
|Pfizer-BioNTech
BioNTech-მა და Pfizer-მა კორონავირუსის ვაქცინის ავტორიზაციაზე განაცხადი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA) 2020 წლის 20 ნოემბერს შეიტანეს. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი FDA-ის მრჩეველთა საბჭომ 11 დეკემბერს დაუჭირა.
ვაქცინის ტიპი – mRNA
დოზები – 2 (21 დღიანი შუალედით)
ფასი – ერთი დოზა 19,50 $ (პირველი 100 მილიონი დოზის შემთხვევაში)
ეფექტურობა – 95%.

|Moderna
2020 წლის 16 ნოემბერს ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, Moderna-მ ექსპერიმენტული კვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათი ვაქცინა 94,5%-ით ეფექტურია.
FDA-მ Moderna-ს ვაქცინას ავტორიზაცია 2020 წლის 19 დეკემბერს მიანიჭა.
ვაქცინის ტიპი – mRNA
დოზები – 2 (28 დღიანი შუალედით)
ფასი – ერთი დოზა 25$-37$
ეფექტურობა – 95%.

|AstraZeneca
2021 წლის 25 მარტს AstraZeneca-მ კვლევის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მათი ვაქცინა კოვიდის სიმპტომატური შემთხვევების დროს 76%-ით ეფექტურია. მძიმე და კრიტიკული შემთხვევების შემთხვევაში კი 100%-ით.
ევროპის ქვეყნება AstraZeneca-ს ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის 2021 წლის 12 იანვარს დაამტკიცეს. აშშ-ში კი გაზაფხულზე.
ვაქცინის ტიპი – ადენოვირუსული (გადამტანი არის სხვა ვირუსი – ადენოვირუსი და მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია).
დოზები – 2 (28 დღიანი შუალედით)
ფასი – ერთი დოზა ევროკავშირის ქვეყნებში ($2.15), დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ($3-4), სამხრეთ აფრიკა ($5.25)
ეფექტურობა – დაახლოებით 70%.

|Johnson & Johnson
ვაქცინის ტიპი – ადენოვირუსული ( გადამტანი არის სხვა ვირუსი – ადენოვირუსი და მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია).
დოზები – 1
ფასი – ერთი დოზა 10$
ეფექტურობა – J&J’-ის კლინიკური კველების შედეგების მიხედვით, ვაქცინა ვირუსის სიმპტომატური შემთხვევევბის დროს 66%-ით ეფექტურია. ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების პრევენციის კუთხით კი მისი ეფექტურობა 100%-ია.

|Sinovac
ვაქცინის ტიპი – ინაქტივირებული (შედგება მთლიანი ვირუსის ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან).
დოზები – 2
ფასი – ერთი დოზა 29,75$
ეფექტურობა – კლინიკური კვლევების მიხედვით მისი ეფექტურობა 50.38% -91.25%-მდე მერყეობს.
მომზადებულია BioSpace-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge











