აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებას მხარი დაუჭირა. ინფომრაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა გადაწყვეტილება 17 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. ერთმა წევრმა კი თავი შეიკავა.
ამ გადაწყვეტილებით კომპანია , აშშ-ის მოსახლეობის ვაქცინაციის ნებართვას მიიღებს.
შეგახსენებთ, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ბაჰრეინმა ოფიციალურად დაამტკიცა.











