კომპანია „ასტრაზენეკა“ აცხადებს, რომვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა. ამის შესახებ კომპანიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიის განმარტებით, ტარდება დამატებითი ტესტირება, და ამ შემოწმების შედეგად, შეშფოთების არანაირი მიზეზი არ გამოვლენილა.
„ევროკავშირსა და ბრიტანეთში ვაქცინირებული 17 მილიონი ადამიანის უსაფრთხოების მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკის მტკიცებულება არ არსებობს.
უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია წამოჭრილ საკითხს მჭიდროდ აკვირდება, თუმცა არსებული მაგალითები არ ადასტურებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზი ვაქცინა იყო. პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია აუცილებელია“, – აცხადებენ კომპანიაში.











