“ასტრაზენეკას” შემდეგ, საქართველოში შემოვა ფაიზერის ვაქცინა”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობა მიდის, რომ საქართველოში ” ფაიზერის” ვაქცინაც დაჩქარებული წესით შემოვიდეს.
„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სრული ინფორმაცია გავცეთ, თუმცა ვადასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები.
ეს არის, როგორც Astra Zeneca-ს სხვადასხვა მწარმოებელი, როგორც ინდოეთის, ასევე კორეის, ასევე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები Moderna-სთან, ასევე Johnson & Johnson-თან. Covax პლატფორმაზე, შემდეგი რაოდენობის მოწოდების თარიღის დადგენა მიმდინარეობს.
ასევე გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები, კერძოდ, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან, 2 მიმართულებით, ერთი არის Pfizer-ის ვაქცინა, ხოლო მეორე არის Moderna-ს ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და ასევე შესაძლებელია, რომ დონაცია მოხდეს ისრაელის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები უკვე მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მოწოდებები შესაძლო შეიძლება გახდეს მხოლოდ მე-3 კვარტალში და არა უფრო ადრე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, კვირის ბოლოდან საქართველოში “ასტრაზენიკას” ვაქცინა შემოვა.











